რეზონანსი
04.08.2021

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ და სამართლიან გარემოში, რაზეც უმრავლესობაა პასუხისმგებელი.

მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ როგორც უნდა იმოქმედოს, მათ არ აქვთ დესტაბილიზაციის შექმნის არავითარი რესურსი.

„რადიკალურმა ოპოზიციამ როგორც უნდა იმოქმედოს, ბუნებრივია, მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ რამე ტიპის დესტაბილიზაცია განაპირობონ ჩვენს ქვეყანაში. ჩატარდება არჩევნები. არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ, სამართლიან გარემოში. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, დანარჩენი კი საზოგადოებაზეა დამოკიდებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×