რეზონანსი
14.09.2021

ეს არის რეპრესიების დაანონსება, - ასე შეაფასა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის თქმით, „არჩევნების შემდეგ ყველა მოღალატეს და მტერს საკადრის პასუხს გავცემთ“. ელენე ხოშტარიას შეფასებით, ეს განცხადება ნიშნავს ღია მუქარას ტელევიზიების, პარტიების, ყველა თავისუფალი მოქალაქის მიმართ.

"ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ამ მასშტაბის პრობლემას და სკანდალს მოჰყვება ხოლმე საერთოდ მთავრობის გადაყენება, არ ვსაუბრობ სუს-ის უფროსის გადაყენებაზე. თუმცა, საერთოდ არც კი მისაუბრია ამაზე, რადგან ეს იგივეა, რუსეთს ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა მოსთხოვო, „ალ-ქაიდას“ მოსთხოვო ტერორისტთან ბრძოლა, ან კადიროვს უმცირესობების უფლებების დაცვა. აბსურდია დღეს რაიმე მოლოდინი გვქონდეს, რომ ღარიბაშვილი ადეკვატური იქნება. ეს განცხადება ნიშნავს ღია მუქარას ტელევიზიების, პარტიების, ყველა თავისუფალი მოქალაქის მიმართ, სადაც ის ამბობს, რომ კი, ახლა ეს ასე მოხდა, მაგრამ ვინც გაბედავს რაიმეს მხილებას, რაიმე პრობლემაზე საუბარს, ის დაისჯება. დაისჯება, რა თქმა უნდა, არა ის, ვინც ამას აკეთებს და დანაშაულს ჩადის, არამედ ის, ვინც ამ დანაშაულს ეწინააღმდეგება. რა თქმა უნდა, ეს არის რეპრესიების დაანონსება, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ეს კომიკურად გამოიყურება ღარიბაშვილის მხრიდან. თუმცა, არჩევანი არის ჩვენზე და არჩევანი არის 2 ოქტომბერს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×