რეზონანსი
14.09.2021

COVID-საშვის აპლიკაციაში პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტი სრულადაა დაკმაყოფილებული, - ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში დღეს COVID-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია შედგა.

„პრეზენტაციაში ერთ-ერთი თავი დაეთმო პერსონალური ინფორმაციის დაცვას. მოქალაქემ თანხმობა უნდა განაცხადოს იმისთვის, რომ მისი პერსონალური მონაცემები მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნით იყოს დამუშავებული. ამასთან, ერთჯერადი, SMS-კოდია მოთხოვნად იმისთვის, რომ გადაზღვევა მოხდეს და ბოროტად არ იყოს გამოყენებული პერსონალური მონაცემები. ამიტომ, ამ აპლიკაციაში პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტი სრულადაა დაკმაყოფილებული“, - განაცხადა ფერაძემ.

ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-საშვის აპლიკაცია შექმნა. დღეს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს Covidpass.moh.gov.ge გააცნო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×