რეზონანსი
14.09.2021

"ლელოს" ლიდერმა დღეს, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთა. სხვა საკითხებთან ერთად მამუკა ხაზარაძემ მთავარი აქცენტი ეკლესიი წინააღმდეგ, ქართული ოცნების მხრიდან, მიზანმიმართულ შანტაჟზე და ზეწოლაზე ისაუბრა.

"საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ის უპრეცენდენტო რაოდენობის ჩანაწერები, რომელიც მიმართულია უკანონოდ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ.

"ოცნების" ხელისუფლება უსმენს და ფარულ თვალთვალს აგრძელებს ადამიანების უფლებების სრული დარღვევით ჩვენ მოქალაქეებზე, ბიზნესმენებზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე და სასულიერო პირებზე.

 "ქართული ოცნება" რომელიც გვევლინება ეკლესიის დამცველად, რეალურად იგი აშანტაჟებს ეკლესიას, აშანტაჟებს მათ წარმომადგენლებს და ებრძვის ჩვენს ეკლესიას.

ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეკლესიისა და საზოგადოების შანტაჟი, დავასრულით და წარსულში დავტოვოთ ის მავნე, "კაკებეშნიკური" მეთოდები რომელსაც "ოცნება"  იყენებს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ" - მამუკა ხაზარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×