რეზონანსი
14.09.2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ჯანმო ვაქცინაციის პასპორტების მოგზაურობის პირობად გამოყენებას ეწინააღმდეგება.

„ჩვენ არ გვსურს, რომ ვაქცინაციის პასპორტები მოგზაურობის პირობად გამოიყენონ. ამის მიზეზი ის არის, რომ ახლა ვაქცინაციის საკითხში თანასწორობა არ არის. შესაბამისად, ეს დისკრიმინაციის ინსტრუმენტი იქნება. თუმცა, მომავალში, როდესაც ვაქცინაციის დაფარვა გაიზრდება, ასეთი შესაძლებლობის განხილვა შეიძლება", - აღნიშნა ჯანმოს დირექტორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×