რეზონანსი
16.09.2021

კალაძე რომ გამოდის და სოლიდარობას უცხადებს სუს-ს, სოლიდარობა კი არა, გისმენენ, ჩემო კახა - ყველა ყურებით ჰყავთ დაჭერილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „რეზიუმე" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფარული ჩანაწერების საკითხს.

გოცირიძის თქმით, ინფორმაციის მსგავსი მასშტაბით გაჟონვა „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ მომხდარა.

„ახლა კალაძე რომ გამოდის და სოლიდარობას უცხადებს სუს-ს, სოლიდარობა კი არა, გისმენენ, ჩემო კახა. ახლა ივანიშვილი იმის ჩიტია, რომ კახა კალაძეს არ მოუსმინოს, ყველას უსმენენ. დღეს სუს-ი არის ივანიშვილის საცეცები და მარჯვენა ხელი, ყველა ყურებით ჰყავთ დაჭერილი, - უღირსი მღვდლებით დაწყებული, უღირსი პოლიტიკოსებით დამთავრებული.

ვინც ამას აკეთებდა ბევრი დაისაჯა, იყო მაშინ შეცდომები და დანაშუალებიც, მაგრამ ერთიანად არასდროს მომხდარა, რომ რაღაც ჩაწერილი ინფორმაცია გავრცელებულიყო. ესენი იწერენ და ავრცელებენ კიდევაც. „ქართული ოცნება", ფაქტობრივად, იმ დონემდეა მისული, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე თავს ურტყამს კედელს. ბოლო თვეების განმავლობაში არ ყოფილა გადაბმული ორი კვირაც კი, რომ „ქართული ოცნება" არ გახვეულიყო ძალიან სერიოზულ სკანდალში. ეს ხდება იმიტომ, რომ რეალურად ამ პარტიამ დაკარგა ორიენტირი, რესურსები.

მათ ერთადერთი რამ დარჩენიათ, თავად ბიძინა ივანიშვილი. რა ზურგით ელაპარაკება ევროკავშირს და არ ასრულებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მითითებებს, რომლებიც ასე ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ერთადერთი ეს არის შანტაჟი, „ახლა მე ავდგები და წავალ რუსეთისკენ. მე ვზივარ მატარებლებზე, ჩემი მგზავრები მეუბნებიან, რომ „წავედით პარიზში და ვენაში", ჩემს მეისრეს, ღარიბაშვილი რომ გვყავს ერთი, ვეტყვი აბა გადაწიე ისარი და წავიდეთ სოჭისკენ." თავისი 4 თუ 5 მილიარდით რწყილი აუხტა სპილოს. წარმოგიდგენიათ ევროპას და ამერიკას ივანიშვილი ანგარიშს უწევდეს იმის გამო, რომ ის იმუქრება ქვეყნის ორიენტაციის შეცვლით, სასაცილოა. ამიტომ არ არის ჯერჯერობით პერსონალური სანქციები მის მიმართ, უფრო დიდი სანქციები 75 მილიონი ევროს არ მიცემაზე, რადგან ამ შემთხვევაში ქვეყანა ზიანდება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×