რეზონანსი
16.09.2021

ქობულეთში გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში. მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ქობულეთის რამდენიმე ქუჩა დატბორა.

წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე შევიდა და ასევე დაიტბორა კომერციული ფართები. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი სახლი დაზიანდა.

რაც შეეხება სოფლებს, მეწყრული პროცესები 20-მდე ადგილას განვითარდა. წინასწარი მონაცემებით, 2 ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. სტიქიის გამო, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ბოლო 10 დღის განმავლობაში, ძლიერი წვიმის გამო ქობულეთი უკვე მეორედ დაიტბორა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×