რეზონანსი
17.09.2021

გუ­შინ, ვე­რა­ზე, სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რისშს­წო­რე­ბი­სას დაჭ­რი­ლი 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლია, დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. კვა­რა­ცხე­ლია ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გულმ-მკერ­დის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი მძი­მე ჭრი­ლო­ბე­ბით შე­იყ­ვა­ნეს. პა­ცი­ენტს გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. 

ნიკა კვა­რა­ცხე­ლია, რო­მელ­საც თავ­დამ­სხმელ­მა 9 ტყვია ეს­რო­ლა, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის", გია კვა­რა­ცხე­ლი­ას შვი­ლია, თუმ­ცა ბიჭს კრი­მი­ნალ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია.რა გახ­და მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი, არა­ვინ იცის, დიდი ალ­ბა­თო­ბით, შუ­რის­ძი­ე­ბას­თან გვაქვს საქ­მე. 

"შე­იძ­ლე­ბა შვი­ლის მოკ­ვლა არც უნ­დო­დათ, დაჭ­რა ან შე­ში­ნე­ბა იყო მი­ზა­ნი. გიამ შვი­ლი ყვე­ლა­ფერს გა­ა­ა­რი­და, მა­მის კვალს რომ არ გაჰ­ყო­ლო­და, ძა­ლი­ან ზრუ­ნავ­და მის მო­მა­ვალ­ზე, მი­აღ­წია კი­დეც, ნიკა ძალ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა იყო, ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია მისი ასე ნა­ად­რე­ვად წას­ვლა ამ ქვეყ­ნი­დან...

"გია კვა­რა­ცხე­ლია 2003 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­სუ­ლა. წა­ლენ­ჯი­ხა­ში მას უზარ­მა­ზა­რი და ლა­მა­ზი სახ­ლი ჰქონ­და, რო­მე­ლიც გიამ სა­პატ­რი­არ­ქოს გა­დას­ცა სა­ჩუქ­რად. 2007 წელს კი სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბამ სახ­ლი სა­პატ­რი­არ­ქოს ჩა­მო­არ­თვა და მას­ში პო­ლი­ცია გახ­სნა. ამ ეტაპ­ზე შე­ნო­ბა არის ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ბა­ლანსზე და, ფაქ­ტობ­რი­ვად, უფუნ­ქცი­ოა. ერთი წე­ლია, რაც წა­ლენ­ჯი­ხის პო­ლი­ცია ახა­ლა­შე­ნე­ბულ შე­ნო­ბა­ში გა­და­ვი­და. შვი­ლის მკვლე­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ხალ­ხი აქ სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლავს, უფრო მა­მის თე­მას და შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­ში­რე­ბენ. ამ ეტაპ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი ვერ­სია არა­ვის­თვის არის ცნო­ბი­ლი. 

გიას თუ არ ვცდე­ბი, ნიკა მე­ო­რე ცო­ლის­გან ჰყავს, ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი ბიჭი იყო, წა­ლენ­ჯი­ხა­ში გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ მას ვინ­მეს­თან კონ­ფლიქ­ტი ჰქო­ნო­და, ამი­ტო­მაც ამ მკვლე­ლო­ბას მა­მა­ზე შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­ში­რე­ბენ“, - განუცხადა "ამბებს" წა­ლენ­ჯი­ხის ერთ-ერთმა მკვიდ­რმა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×