რეზონანსი
21.09.2021

ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია დღეს დაკრძალეს.

სოციალურ ქსელში  ზურიკო გოგოხია სტატუსს აქვეყნებს და გარდაცვლილი ახალგაზრდის შესახებ წერს. 

„მე პირველად ვიყავი ჩემზე ასაკით უმცროსი ადამიანის გასვენებაზე.

30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო. არსად მინახავს ადამიანებს მუჭის მიწა ცრემლით დაესველებინოს და ისე მოეფრქვიოს სამარეზე.

რამდენი მუჭაც იყო იმდენი მდუღარე ცრემლი გადმოჩქეფდა საბურთალოს სასაფლაოს აღმართიდან. ყველამ გულით ვიტირეთ განსაკუთრებით მაშინ, როცა დედამ ბოლო სიტყვები წარმოთქვა: „ნიკო ჩემო დედამიწაზე ანგელოზოო”

მაგრამ ვერც ლოცვამ, ვერც ტირილმა და გოდებამ ვერ გამოაღვიძა იგი უკვდავი ძილიდან.

საუკუნო ხსოვნა და მარადიული სასუფეველი გამორჩეულ ქართველს.

მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად“, - წერს ზურიკო გოგოხია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×