რეზონანსი
23.09.2021

შეხვედრა დასრულდა და შესაბამისად, ელჩის თხოვნით, შეხვედრის მონაწილეები, ნიკა მელია და მისი მეგობრები რჩებიან შენობაში იქამდე, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუდასტურებს საელჩოს, რომ აღნიშნული ტერიტორიის დატოვება იქნება უსაფრთხო ყველასთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას ევროკავშირის ელჩმა სთხოვა, რომ სანამ შსს-სგან არ მიიღებენ დასტურს, არ დატოვოს შენობა.

„საელჩო ელოდება დასტურს, რომ აღნიშნული ტერიტორიის დატოვება იქნება უსაფრთხო და მას შემდეგ მოხდება უკვე დელეგაციის გამოსვლა. საელჩოს წარმომადგენელმა სთხოვა ნიკას და მის მეგობრებს იქამდე, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხოება და იქამდე სანამ წერილობით არ მიიღებენ ამის დასტურს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ისინი რჩებიან შენობაში. შეხვედრა დასრულდა და შესაბამისად, ელჩის თხოვნით შეხვედრის მონაწილეები რჩებიან შენობაში იქამდე, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუდასტურებს საელჩოს, რომ აღნიშნული ტერიტორიის დატოვება იქნება უსაფრთხო ყველასთვის", - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან შეკრებილები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×