რეზონანსი
24.09.2021

თიანეთში 70 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრი იყო. 

მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის თიანეთში მწყემსად მუშაობდა.

70 წლამდე კაცს სასიკვდილო ჭრილობები საკუთარმა თანასოფლელმა მიაყენა. ისინი თიანეთის მთებში მწყემსად ერთად მუშაობდა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×