რეზონანსი
24.09.2021

„აიცერი და მოიგეს" ფარგლებში 1 777 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ ჯამში 260 400 ლარი მოიგეს, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ლატარიის კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, მოგებები მთელი საქართველოს მაშტაბით ფიქსირდება - თბილისში, ბოლნისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, კასპში, მარნეულში.

„ლატარია „აიცერი და მოიგეს" გათამაშება ყოველდღიურად იმართება, სადაც 100 და 500 ლარის მოგებები თამაშდება, ხოლო 20 სექტემბერს, პირველად გაიმართება ყოველკვირეული გათამაშება, სადაც ვაქცინირებული ადამიანები 1 000, 1 500, 5 000 და 10 000 ლარს მოიგებენ. გათამაშებაში მონაწილეობს საქართველოს ყველა ვაქცინირებული მოქალაქე. ვაქცინის პირველი დოზის მიღების დროს მოქალაქეს ავტომატურად ენიჭება NCDC-ის უნიკალური კოდი, რომელიც ამავდროულად მონაწილეობს ლატარიის გათამაშებებში.

გათამაშებების შედეგების ხილვა მომხმარებელს შეეძლება https://stopcov.lotto.ge/ - ზე, იგივე საიტზე სპეციალურ გრაფაში „გათამაშების შედეგებში" პირადი ნომრის შეყვანით, ხოლო მოგებული თანხის ოდენობას მომხმარებელი შეიტყობს „საქართველოს ეროვნული ლატარიის" სერვის-ცენტრებში უშუალოდ მოგების განაღდების დროს.

1 000 ლარის ჩათვლით მოგების განაღდება შესაძლებელია „საქართველოს ეროვნული ლატარიის" სერვისცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1 500 - 100 000 ლარის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე", - აღნიშნავენ კომპანიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×