რეზონანსი
24.09.2021

არ უნდა გაგიკვირდეთ, მელია არის ჩვეულებრივი „ხულიგანი", - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" თავმჯდომარეებს, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება.

„ნიკა მელია არის იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი, რომელიც მთელი თავისი მუშაობის მანძილზე დაკავებულია დესტრუქციით. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, დაკავებული იყვნენ ადამიანების წამებით, ოჯახების გაუბედურებით. როდესაც ისინი ოპოზიციაში იმყოფებიან, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ეს არის მათი რეალური სახე. ყოველთვის ცდილობენ, რომ დესტრუქცია მოაწყონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს ყოველთვის ცდილობენ გარკვეულ პროვოკაციებს, მაგრამ ეს არ გამოუვათ",-განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მომხდარი ორივე მხარის პასუხისმგებლობაა.

„რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობის გადანაწილება ყველას მოუწევს არა მარტო ხელისუფლებას, მათ შორის ოპოზიციას, იმიტომ რომ ისინიც პოლიტიკურ ველზე არიან. შესაბამისად, ეს პროვოკაციები კატეგორიულად მიუღებელია",-განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ადგილზე არანაირი საფრთხე არ არსებობდა და „ქართული ოცნების" მხარდამჭერები საქართველოში ევროკავშირის ოფისთან სპონტანურად გამოცხადდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×