რეზონანსი
24.09.2021

საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, მივიღეთ არაერთი ინფორმაცია, რომ მოქმედი მერი, რომელიც დღეს, გახლავთ ოპოზიციური კანდიდატი ადგილობრივ არჩევნებში, ასევე, მერიის ზოგიერთი თანამდებობის პირი თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, თითქოს „ყველას სამსახურიდან გაუშვებენ" და „თუ უნდათ სამსახურის შენარჩუნება, ხმა უნდა მისცენ კ. შარაშენიძეს"- ამის შესახებ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე, მანიპულაცია და საკუთარი თანამშრომლების შეურაცხყოფაა. „გამარჯვების შემდეგ, ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას თითოეულ პროფესიონალთან, ვინც დღესაა დასაქმებული მერიაში, თითოეულთან, ვინც ერთგულად ემსახურება თავის საზოგადოებას და ქვეყანას. მჯერა, 2 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებთ და მხარს დაუჭერთ ოზურგეთის წინსვლას, განვითარებას და განახლებას, რისთვისაც ჩვენ - „ქართული ოცნების" გუნდს, საქმიანი პროგრამა და 8-პუნქტიანი გეგმა გვაქვს მომზადებული", - აღნიშნა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×