რეზონანსი
24.09.2021

ევროკავშირი რუსეთს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მავნე კიბერსაქმიანობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.

„ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ მავნე კიბერაქტივობები დააფიქსირა, რომელიც ერთობლივად მოხსენიებულია როგორც Ghostwriter-ი და რუსეთის სახელმწიფოს უკავშირდება. ასეთი საქმიანობა დაუშვებელია, რადგან მიზნად ისახავს საფრთხე შეუქმნას ჩვენს მთლიანობას, უსაფრთხოებას, დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებს და ჩვენი დემოკრატიების ფუნქციონირების საფუძვლებს", - ნათქვამია განცხადებში.

ჟოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ მავნე კიბერსაქმიანობის სამიზნეს წარმოადგენენ ევროკავშირში პარლამენტის წევრები, სამთავრობო მაღალჩინოსნები, პოლიტიკოსები, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

„ეს საქმიანობა ეწინააღმდეგება კიბერსივრცეში პასუხისმგებელი სახელმწიფოს ქცევის ნორმებს და ცდილობს, შეაფერხოს ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები, დეზინფორმაციისა და ინფორმაციის მანიპულირების შესაძლებლობის ჩათვლით. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მკაცრად გმობენ ამ მავნე კიბერსაქმიანობას. რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებთ, კიბერსივრცეში პასუხისმგებელი სახელმწიფო ქცევის ნორმები დაიცვას", - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×