რეზონანსი
26.09.2021

ამ განცხადებას აკეთებს კაცი,რომელიც რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილის ღვაწლითა და დამსახურებებით იწონებდა თავს, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიას მიერ, გაკეთებულ განცხადებას, რომ მას თითქოს ბიძინა ივანიშვილმა იმედები გაუცრუა.

მისი თქმით, მელიას გამო, რომ კაცი თანამდებობას დატოვებს, რა ნდობაზე და პრინციპებზე უნდა ესაუბრო.

,,ამ განცხადებას აკეთებს კაცი,რომელიც რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილის ღვაწლითა და დამსახურებებით იწონებდა თავს... ტიპი იქცა ჩვეულებრივ „სპეკულანტად"... ისე გადაყიდის პრინციპებს თვალსაც არ დაახამხამებს... ვინ ვის ენდო საკითხავი ეგ არის ბატონო გიორგი... „ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ რესურსზე,რომ იჯექი გაბადრული სახით, ქვეყნის წარმატებებზე საუბრობდი და თავი პრინციპულ კაცად მოგქონდა ეგ კაცი არ იყავი? მელიას გამო, რომ კაცი თანამდებობას დატოვებს, რა ნდობაზე და პრინციპებზე უნდა ესაუბრო?" - წერს facebook - ზე ზურაბ ქადაგიძე.

საქართველოს ყოფილი პრემიერი და ამჟამად, ოპოზიციაში მყოფი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი და მოქალაქეების ნდობა არ გაამართლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×