რეზონანსი
13.10.2021

კახეთში კორონავირუსით გამოწვეული ეპიდვითარება საგანგაშო მაჩვენებელს მიუახლოვდა - რეგიონში დადებითობის მაჩვენებელმა 20 %-ს გადააჭარბა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის განცხადებით, რეგიონის მასშტაბითს ყველა კოვიდკლინიკა სრულად დატვირთულია და პაციენტებისთვის ადგილი აღარ არის.

"14 დღიანი დადებითობის მაჩვენებელი არის 17 %, 7 დღიანი 19 %, ხოლო გასული 24 საათის დადებითობის მაჩვენებელი 20 %-ს ასცდა კახეთის რეგიონში. შესაბამისად მაღალია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, კახეთის კოვიდჰოსპიტლებში არცერთი ადგილი აღარ არის, სრულად არის დატვირთული.

ეს კავშირშია, სეზონურად, შემოდგომის გაზრდილ მობილობასთან. მნიშვნელოვანი ზრდა რთველმა გამოიწვია და არ ხდებოდა რეგულაციების დაცვა. პირველივე დღეებში დაიწყო მატება სკოლებსა და ბაგა-ბაღებში. გუშინდელი მდგომარეობით დაკეტილია 39 საბავშვო ბაღი და 6 სკოლა გადაყვანილია ონლაინ სწავლაზე,"- განმარტავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×