რეზონანსი
13.10.2021

ვინც საჭირო იყო, პირველივე დღიდან მიეცა სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა და ჩემი აზრით, იმაზე მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ პატიმრებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი რომ შიმშილობს ეს მისი უფლება და არჩევანია.

„ახლა ვსაუბრობთ, რომ პატიმარი შიმშილობს, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში შიმშილობენ, მაგრამ არ მახსენდება, რომ შიმშილობის გამო ვინმე ციხიდან გამოეშვათ. სხვათაშორის, დღეს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, შეიქმნა ჯგუფი, სადაც ყველა პროფილის ექიმი შედის. დღეს 19:00 საათზეა შეხვედრაა დაგეგმილი და თუ იქნება პატიმრის თანხმობა, ეს ჯგუფი შევა, კიდევ ერთხელ გასინჯავენ, რეკომენდაციებს მისცემენ და ა.შ. სააკაშვილის პირადი ექიმიც ესწრებოდა შეხვედრას და როგორც ვიცი, სახალხო დამცველიც არის მოწვეული. მე მესმის მათი მომხრეების, დრამატიზებას ცდილობენ, რომ ხვალ მოსახლეობა გამოიყვანონ თავის ჭკუით რუსთაველზე, რომ სააკაშვილი დიდ განსაცდელშია, ეს არის და ეს. ის მონიტორინგის ქვეშ არის, ეს ის ციხე არ არის 2012 წლამდე რომ იყო, ასე რომ ყველა პატიმრის უფლება დაცულია“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×