რეზონანსი
19.10.2021

დილის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეჩერების მოთხოვნას ერთი ევროპარლამენტარი აწერდა ხელს, თუმცა ესეც არის პრობლემა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც თუნდაც ერთი ევროპარლამენტარი აწერს ხელს ასეთ წერილს, ეს თავისთავად პრობლემაა. „რაც შეეხება 70 ხელმომწერს, იქ შედის ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია და ა.შ. ისინი თუ არიან ევროპარლამენტარები არ ვიცი“, - აღნიშნა კობახიძემ.

72 პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს მიმართავენ. ხელმომწერებს შორის არიან ქართველი პოლიტიკოსებიც. წერილში საუბარია, რომ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს, რადგან მის მიმართ არსებული ბრალდებები ცნობილია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×