რეზონანსი
20.10.2021

ის, რომ მეორე ტური 64-დან 20 ქალაქში გაიმართება, აბსოლუტურად ჩვეულებრივი, ევროპული პრაქტიკაა, ეს არის დემოკრატიის მაჩვენებელი - ჩვენ ავიღეთ 47%, მიუხედავად იმ ძალიან ბევრი ობიექტური ფაქტორისა, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რუსთავში მეორე ტურთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 47%-იანი შედეგით, ყველა სპეკულაციას წერტილი დაესვა და ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ გაიმართება.

„47%-ით ჩვენ რეალურად დავუსვით ბეჭედი, წერტილი დავუსვით ყველა იმ სპეკულაციას, რომელიც მომდინარეობდა ამ დესტრუქციული ოპოზიციისგან. ქვეყანაში აღარ გაიმართება საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე, ეს იყო ყველაზე მთავარი. რამდენიმე პროცენტი რომელიღაც ქალაქში დააკლდა კანდიდატს, ესეც ჩვენი დამკვიდრებული წესია. სააკაშვილის დროს მერები არა ირჩეოდნენ ხალხის მიერ, არამედ ინიშნებოდნენ. ჩვენ შემოვიტანეთ და დავამკვიდრეთ ეს ევროპული პრაქტიკა. არავის მოთხოვნა არ იყო სხვათა შორის მაშინ, ეს იყო ჩვენი ინიციატივა, მერების პირდაპირ არჩევითობა ხალხის მიერ და მეორე, ის რომ დავაწესეთ 50%-იანი ბარიერი. შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და მე მჯერა, ეჭვი არავის ეპარება, რომ 20-ვე ქალაქში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×