რეზონანსი
20.10.2021

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შარშან შესაბამის პერიოდში კი 446 ახალი შემთხვევა იქნა დაფიქსირებული.

სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9051 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6766 - მამაკაცია და 2285 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა.1882 გარდაიცვალა.

„20 ოქტომბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5673 პაციენტი, მათ შორის 42 ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 35.2 % (3185) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 50.1 % (4533) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.5 % (1129) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2 % (113) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (41) - სისხლის რეციპიენტია; 0.5 % (50) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3389 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1216; შემდეგ იმერეთში 1086; აჭარაში 1042; აფხაზეთში (535); კახეთში (452) ქვემო ქართლში (518); შიდა ქართლში (342); გურიაში (192); სამცხე-ჯავახეთში (124) და ა.შ.

სულ საქართველოში გამოვლენილია 120 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 - ვაჟი, 48 - გოგონა. 30 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×