რეზონანსი
20.10.2021

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია პირველი ტურის ფარგლებში სამარცხვინოდ გაექცა დებატებს და კახა კალაძის მიერ მეორედ მასთან დებატებში დაჯდომა აზრს მოკლებულია.

„დებატები უკვე გაიმართა პირველი ტურის ფარგლებში და ნიკანორ მელია მაშინ სამარცხვინოდ გაექცა დებატებს. ბუნებრივია, მეორედ მასთან დებატებში დაჯდომა აზრს არის მოკლებული ამ პირობებში, როცა პირველი ტურის წინ სამარცხვინოდ გაექცა დებატებს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×