რეზონანსი
21.10.2021

საინტერესო მუშაობა იქნება - რა სიახლის შესახებ წერს ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში სიახლის შესახებ წერს.

"კოვიდ პანდემიამ ნათლად აჩვენა რომ ქვეყნები მოუმზადებელბი აღმოჩნდნენ ასეთი გამოწვევებისათის და ამის გათვალისწინებით 2021 წლის მაისში, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიის დროს, წევრმა ქვეყნებმა მიიღეს რეზოლუცია WHO74.7 "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ემერჯენისადმი მზადყოფნის გაძლიერება და მათზე რეაგირება", მათ შორის შემდეგი პუნქტი "[...] მოთხოვნები გენერალურ დირექტორს, რაც შეიძლება მალე და წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციებით :: [...] (3) შეიმუშაოს დეტალური კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს საყოველთაო ჯანმრთელობისა და მზადყოფნის მექანიზმის ჩამოსაყალიბებლად, რომლის მიზანია ქვეყნები უფრო მომზადებულნი იყვნენ შემდგომი ასეთი კრიტიკული გამოწვევებისათვის".

ანუ უნდა მოხდეს ახალანდელი პასუხის შეფასება და რეკომენდაციების მომზადება თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა აკონტროლონ ქვეყნებმა მათი მზადყოფნის გასაუმჯობესებლად.

ამ მიზნით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შექმნა ჯანმრთელობისა და მზადყოფნის შესამუშავებელი ტექნიკური ჯგუფი (UHPR Technical Advisory Group) რომელმაც უნდა მოამზადოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ქვეყნები განახორციელებენ თავის მზადყოფნის მონიტორინგს და შესაბამისად, შესაძლო შემდგომი კრიტიკული სიტუაციების უფრო მომზადებულ მართვას. ამ მრჩეველთა ჯგუფში შევა დაახლოებით 20-მდე ექსპერტი სხვადასხვა ქვეყნიდან. მოკლედ, საინტერესო მუშაობა იქნება....ხანდახან მოგახსენებთ რა და როგორ, რადგან პატივი მხვდა ამ ჯგუფის წევრი გავმხდარიყავი...მოკლედ, ვმუშაობთ როგორ დავხვდეთ უკეთ მზად, შესაძლო, მომავალ პანდემიას", - წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×