რეზონანსი
23.10.2021

მე მაგალითი მოვიყვანე, ოზურგეთი და თიანეთი. ამ ორ მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ" წააგო არჩევნები 2017 წელს და ამ ორივე რაიონში იყო სხვა კანდიდატი არჩეული მერი. მას შემდეგ, ორივე მუნიციპალიტეტში არ იყო, რეალურად, გამართული კოორდინაცია სამხარეო ადმინისტრაციასთან, გუბერნატორთან, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან, სამსახურებთან, რომლებიც ადგილზე არიან იმ მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ მთავრობასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მერი რომ იყოს ოპოზიციური კანდიდატი, მათი მხრიდან იქნება მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება ცენტრალურ მთავრობაზე.

„ცენტრალური მთავრობა მუნიციპალიტეტში, იმ რეგიონში, უამრავ საქმეს აკეთებს. ახლა ჩვენ დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები, მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტები. ამ პროექტებს კიდევ უფრო გავაათმაგებთ, გავზრდით და გვინდა, რომ ეს მასშტაბები გავზარდოთ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ იყოს ოპოზიციური კანდიდატი, ღმერთმა არ ქნას, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ამაზე ვთქვი, რომ მათი მხრიდან იქნება მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება ცენტრალურ მთავრობაზე. მე ამაზე ვთქვი, ხალხისთვის უმჯობესია და მე მჯერა ამის, რომ ჩვენი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და არ მისცემს ხმას მოძალადე, მკვლელების პარტიას, რომლებიც იყვნენ უკვე ხელისუფლებაში და ჩვენი ქვეყანა დაანგრიეს, ტერიტორიები დაკარგეს, ხალხს როგორ გაუსწორდნენ, ჩაგრავდნენ, კლავდნენ, ართმევდნენ სახლებს, ბიზნესებს, ატერორებდნენ. ამაზეა საუბარი, მე ეს ვთქვი, მხოლოდ ამ ჭრილში", - თქვა ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×