რეზონანსი
23.10.2021

არ ვხუმრობთ, ეს არ არის უტრირება, შესაძლოა რამდენიმე დღე დარჩა ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს - აცხადებს გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობიდან გამომდინარე, მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით,.

ჩალაძე ამბობს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროული სამედიცინო ჩარევა, რის საშუალებაც არ არის ციხის საავადმყოფოში და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში: 

"შეულამაზებლად, დღეს ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს შესაძლოა დარჩა თითზე ჩამოსათვლელი დღეები. ახლა ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს სიკვდილისთვის განწირული დარჩება თუ არა სააკაშვილი იქ სადაც არის, თუ მას ექნება სიცოცხლის უფლება, რომლისთვისაც საჭიროა მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

ჩვენ გვჭირდება მიხეილ სააკაშვილი იყოს მოთავსებული იმგვარ კლინიკაში, სადაც არაერთი პროფილის ექიმია მზად მართოს კრიტიკული სიტუაცია, რომელიც დადგება საათებში თუ არა, დღეების პერიოდში.

ჩვენ გვჭირდება თანამედროვე მიდგომები, აღჭურვილობა, ლაბორატორია და მობილიზებული ჯგუფი დაპროაქტიული მედიცინა. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ როდის წაიქცევა მესამე პრეზიდენტი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა პროცესებია მის ორგანიზმში და ვიდრე ის წაიქცევა, მანამდე აღმოვუჩინოთ სამედიცინო დახმარება, თორემ მას უარი აქვს გაცხადებული უგონო მდგომარეობაში რაიმე მანიპულაცია განხორციელდეს" ამბობს გიორგი ჩალაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "მთავარ დებატებში" საუბრისას. 

დღეს უკვე 23-ე დღეა, მესამე პრეზიდენტი საპატიმროში შიმშილობს. ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ფაზაში შედის. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×