რეზონანსი
23.10.2021

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ აქ, სამეგრელოში, ბრაზს ძალიან გულით, ექსპრესიულად და ემოციურად გამოხატავენ, მაგრამ არსებობს ბრაზის კიდევ ერთი ფორმა, ეს არის მშვიდი ბრაზი. ვინც დღეს ხელისუფლებაში ხართ იცოდეთ, რომ მშვიდად გამოხატულ ბრაზზე უფრო ძლიერი, არაფერია“, - ამის შესახებ ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც უგულავა განმარტავს, სამეგრელოში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატების მოქმედების პრინციპი იქნება - ყველა ერთისთვის და ერთი - ყველასთვის.

„ხელისუფლება მხოლოდ ლანძღვით არ შემოიფარგლება. დაიწყეს მოქმედება, სრული უკანონობა, დაიწყეს თავისუფალი, უდანაშაულო მოქალაქეების, ყოფილი ძალოვნების პირდაპირ პოლიტიკური დაპატიმრება.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ოპოზიციის ყველა მაჟორიტარობის კანდიდატი, ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი შევიკრიბეთ ზუგდიდში, იმისთვის, რომ განვაცხადოთ შემდეგი: ჩვენი მოქმედების პრინციპი იქნება - ერთი ყველასთვის და ყველა- ერთისთვის. ხობში დაიჭერენ უკანონოდ, „ჩადებით“, დამცირებით ადამიანებს, ჩვენ ყველა მის გვერდით ვიქნებით. ზუგდიდში მოხდება ეს? ჩვენ ყველა მის გვერდზე ვიქნებით, ფოთში მოხდება ეს? ჩვენ ყველა ერთად ვიქნებით, ერთად ვიბრძოლებთ. ეს არის თითოეული ჩვენი თანამოქალაქის, სამეგრელოს კუთხეში მცხოვრები, გაბრაზებული ადამიანის გულისთქმა. დიახ, მეგობრებო, გაბრაზებული ადამიანის. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ აქ, სამეგრელოში, ბრაზს გულით, ექსპრესიულად და ემოციურად გამოხატავენ, მაგრამ არსებობს ბრაზის კიდევ ერთი ფორმა, ეს არის მშვიდი ბრაზი. ვინც დღეს ხელისუფლებაში ხართ, იცოდეთ, რომ მშვიდად გამოხატულ ბრაზზე უფრო ძლიერი, არაფერია“,- აღნიშნავს უგულავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×