რეზონანსი
24.10.2021

საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 483 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 031 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 618, „პისიარ“ ტესტით –12 393.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,73%, ბოლო 14 დღის – 9,06%, ბოლო 7 დღის – 9,13%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 692 240 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 630 961 გამოჯანმრთელდა, 9 742 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა – 1 948 787 აცრა, დღიურად აცრილია – 4 209.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 041 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 957 პირი.

ამასთან, 23 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 790 პაციენტი, გარდაიცვალა 42 პაციენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×