რეზონანსი
24.10.2021

სწორედ ის არის ამოცანა, რომ ჩვენ გვქონდეს რეალური ადგილობრივი თვითმმართველობა ყველგან და არა ცენტრალური ხელისუფლების მარიონეტი მმართველობა. ეს არის ის ცუდი რამ, რაც დამკვიდრებულია და უნდა შევცვალოთ, - ამის შესახებ „ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეალური ადგილობრივი თვითმმართველობაა საჭირო.

„რაც შეეხება იმას, რომ ცენტრალურ ხელისუფლება არ დააფინანსებს, ეს არის სრული სისულელე, ეს არის ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რადგან ჩვენი ამოცანაა, ვაჩვენოთ განსხვავება ერთპარტიულ მმართველობას შორის, რომელმაც ჭაობში შეიყვანა ჩვენი ქვეყანა და მრავალპარტიულ გამჭირვალე მმართველობას შორის, რომელიც უნდა დამკვიდრდეს თბილისში და ყველა ქალაქში, სადაც ოპოზიციურმა კანდიდატებმა მეორე ტურში გადაინაცვლეს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×