რეზონანსი
24.10.2021

დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტი არ უნდა იყოს ისეთი დაკვეთების გამცემი, როგორიც არის მაგალითად, პატიმრების წამება, არაპატიმრების წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი და ა.შ., - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არავითარი კვალიფიციური ექსპერტი არ სჭირდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით საქართველოში სისტემურად ხდებოდა სხვადასხვა დანაშაული.

„არავითარი კვალიფიციური ექსპერტი არ სჭირდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით საქართველოში სისტემურად ხორციელდებოდა ადამიანების წამება, ადამიანების გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტოორიების 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთის ფედერაციას. ეს არის მიეხილ სააკაშვილის დანაშაულების მცირე ჩამონათვალი, ამას არ სჭირდება არავითარი ექსპერტიზა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×