რეზონანსი
24.10.2021

თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური. მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში მოგება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თიანეთში მერობის კანდიდატთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა შემთხვევაში საჭიროა ამომრჩევლის მობილიზაცია.

„როგორც მოგეხსენებათ, 20 მუნიციპალიტეტში იმართება მეორე ტური. თიანეთში, სადაც ასევე მეორე ტური იმართება, ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაურის სახით, დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში. მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში არჩევნების მოგება. თუმცა, ყველა შემთხვევაში საჭიროა ამომრჩევლისა და ჩვენი აქტივის მობილიზაცია. ზუსტად ამაზე გვქონდა დღეს საუბარი. მას შემდეგ, რაც ლევან წიკლაური გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს, ჩვენ უნდა გადავერთოთ თავიდან ბოლომდე იმ საქმეზე, რასაც თიანეთის განვითარება ჰქვია . ლევან წიკლაური ამ მუნიციპალიტეტში ყველაზე ღირსეული კანდიდატია და თიანეთის განვითარება ღირსეულ ხელში იქნება", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×