რეზონანსი
24.10.2021

სვანეთში დაკარგულ კაცს ეძებენ.

გაუჩინარებული წალენჯიხის მკვიდრია. ოჯახის ინფორმაციით, ის მესტიის სოფელ ჭუბერში მდებარე ხის საამქროში მუშაობდა. კაცი საამქროდან სახლის მიმართულებით ერთი კვირის წინ წავიდა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. ოჯახის ცნობით, კაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოებში ჩართული არიან სამართალდამცავები და სამაშველო ბრიგადები.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×