რეზონანსი
24.10.2021

ფოთის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი გიგი უგულავა ახალ რაიონში, დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მის მხარდასაჭერად დღეს ფოთში იმყოფებოდა პაატა ბურჭულაძე. უგულავამ შეხვედრისას საარჩევნო პროგრამა მიმოიხილა, პრიორიტეტებზე ისაუბრა და მოსახლეობას მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

პაატა ბურჭულაძის შეფასებით, სწორედ გიგი უგულავაა ის კანდიდატი, რომელიც ფოთელების ღირსეულ მერობას შეძლებს.

„ჩამოვედი სპეციალურად აქ, რომ გვერდში დავუდგე ჩემს მეგობარს, გიგი უგულავას. იმიტომ კი არ ვარ ჩამოსული, რომ მეგობარია, არამედ იმიტომ, რომ ბევრი სიკეთე და ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, როდესაც თბილისის მერი იყო, თავისი მოკრძალებული ბიუჯეტით, რაც მაშინ ჰქონდა თბილისს. ბევრ კარგ საქმეს მოკიდა ხელი და ბოლომდე მიიყვანა. ასევე, ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი, თბილისის მერის დახმარებით, ჩვენ დავუბრუნეთ მშობლებს. ბევრი სახლი გადავეცით. ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ამ ადამიანს და დარწმუნებული ვარ ფოთსაც დაეხმარება თავისი გონებით, თავისი საქმით, თავისი ენერგიით და მგონი, ფოთელებს მაგრად გაუმართლათ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×