რეზონანსი
24.10.2021

რატომ დადის გაცეცხლებული ბატონი ღარიბაშვილი ქალაქიდან ქალაქში ყოველდღე და რატომ გვწყევლის დანარჩენ საქართველოს?, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება კოალიციური ერთობით დამარცხდება.

„იმიტომ, რომ ის არის კარგად ინფორმირებული, გამორიცხულია 30 ოქტომბერს, თუკი ჩვენ ძალიან მყარად და მაგრად დავდგებით, ისევე, როგორიც ვიყავით და ვართ მთელი ამ წლების განმავლობაში, გამარჯვებას ვერანაირი ხრიკებით ვერ მოიპოვებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპოზიცია, როგორც არასდროს არის გაერთიანებული. შეგახსენებთ, არ არის აუცილებელი ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერს მზე და მთვარე ამოგვდიოდეს სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე და პირიქით, მაგრამ ტრადიციულად, ყოველთვის ხელისუფლება დამარცხებულა კოალიციური ერთობით და ჩვენ ეს შევძელით თბილისში, რუსთავში, თელავში, ბათუმში, სხვაგან და სხვაგან. ჩვენ თუ იმის გარკვევას დავიწყებთ, ვინ მოგვწონს და ვინ არ მოგვწონს, პირდაპირ გეუბნებით, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანი იქნება ამ რეჟიმის მსხვერპლი და მრავალი ჩვენგანი იქნება იმიტომ, რომ ეს არის რეჟიმი და რეჟიმს ამარცხებს მხოლოდ და მხოლოდ ერთობა, გულანთებულობა, პატრიოტიზმი და არა წუწუნი. არა იმის თქმა, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს", - განაცხადა მელიამ.

მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან აუცილებლად გათავისუფლდება.

„თუკი რამეში ეჭვი არ მეპარება ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ უკანონო პატიმრობას დატოვებს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ადრე დატოვოს, ვიდრე გვიან", - განაცხადა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×