რეზონანსი
25.10.2021

საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც წერია, რომ ბოლო პერიოდში საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდს ე.წ. ტროლები და ბოტები უტევენ, განთავსებული პოსტები კი მათი სამიზნე გახდა:

"ბოლო დროს გახშირდა სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდებზე ე.წ. ,,ტროლებისა" და ,,ბოტების" შეტევა. მსგავსი ფაქტების შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა რამდენჯერმე გააკეთა შესაბამისი განცხადება. გამონაკლისი არც ამჟამინდელი შემთხვევაა.

სამწუხაროდ, ჩვენს "ფეისბუქ-გვერდზე" ბოლო სამი დღის განმავლობაში განთავსებული უკლებლივ ყველა მასალა მორიგი ასეთი შემოტევის სამიზნე აღმოჩნდა.

ნიშანდობლივია, რომ დაპირისპირებული ძალა მსგავს მანიპულაციებს ახორციელებს ისეთი ვიდეოების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეკლესიის პოზიციის გამოსაკვეთად.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო მუდმივად ცდილობს, ობიექტური, სანდო და ამომწურავი ინფორმაციის გავრცელებას თავისი მედიარესურსების საშუალებით" - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×