რეზონანსი
25.10.2021

დასკვნაში ერთი ფაქტობრივი შეცდომაც იყო, ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სახალხო დამცველის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებში სამინისტრო სახალხო დამცველთან აქტიურად თანამშრომლობს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა ქალბატონ ნინო ლომჯარიასთან. ქალბატონი ნინო ლომჯარია პირადად ჩემი ინიციატივით იქნა მოწვეული ამ სამუშაო ჯგუფში. მინდა მადლობა მოვახსენო ჯგუფის ყველა წევრს, რომელიც ძალიან აქტიურადაა ჩართული პატიმარ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებში და აქ რა თქმა უნდა, ჩართულია ქალბატონი ნინო ლომჯარია.

რაც შეეხება მის დასკვნას, იქ ერთი ფაქტობრივი შეცდომაც იყო, ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში", - განაცხადა ბრეგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×