რეზონანსი
25.10.2021

კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს მეხსიერების პრობლემები გამოჯანმრთელებიდან ექვსი თვის განმავლობაში აღენიშნებათ. ამის შესახებ NBC ახალი კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

სინაის მთის მაუნთაიკანის მედიცინის სკოლის (აშშ) მეცნიერებმა 740 ადამიანის სამედიცინო ისტორია შეისწავლეს, რომლებიც კორონავირუსით 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის მაისამდე პერიოდში დაინფიცირდნენ.

"კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ინფიცირებიდან 6-7 თვის შემდეგ კოგნიტიური დარღვევების დონე საკმაოდ მაღალი იყო", - აღნიშნულია მოხსენებაში.

გამოჯანმრთელებულთა 24%-ს აღენიშნებოდა მეხსიერების პრობლემები, კერძოდ, პაციენტებს უჭირდათ სიტყვების გახსენება, მოვლენების ქრონოლოგიურად დალაგება, ამასთან ფიქრისთვის უფრო მეტი დრო სჭირდებოდათ, ვიდრე ადრე.

კვლევის თითქმის ყოველ მეოთხე მონაწილეს უჭირდა ახალი ინფორმაციის დამახსოვრება. კოგნიტიურ დისფუნქციებს შორის მეორე ადგილზე იყო წარსულში მომხდარი მოვლენების გახსენების პრობლემა.ამასთან, აღსანიშნავია, რომ კოგნიტიური დარღვევები დაფიქსირდა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის ახალგაზრდებშიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×