რეზონანსი
25.10.2021

ევროპის წამლის სააგენტომ დაიწყო მოზრდილებში კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატის შესწავლის დაჩქარებული პროცედურა. ამის შესახებ სააგენტო იუწყება.

„ევროპის წამლის სააგენტოს შესაბამისმა კომიტეტმა დაიწყო ვირუსის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატის „მოლნუპირავირის" განხილვა, რომელიც შემუშავებულია Merck Sharp & Dohme და Ridgeback Biotherapeutics-ის მიერ კორონავირუსის სამკურნალოდ მოზრდილებში" , - ნათქვამია განცხადებაში.

პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება დაფუძნებულია ლაბორატორიული და კლინიკური კვლევების წინასწარ შედეგებზე.

სააგენტოს ცნობით, ეს კვლევები ცხადჰყოფს, რომ წამალს შეუძლია შეამციროს SARS CoV 2 ვირუსის გამრავლება ორგანიზმში, რითაც აარიდებს ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×