რეზონანსი
25.10.2021

რა შეიძლება ვთქვა? - კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც ომბუდსმენი გამოეხმაურა დღეს მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

"დღის ბოლოს, მოკლედ რომ შევაჯამო განვითარებული მოვლენები:

სახალხო დამცველმა აიღო ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება მრტ, კტ, დუპლერ სკანირების აპარატი;

1. ექსპერტები წავიდნენ ციხის საავადმყოფოში და შეამოწმეს, იყო თუ არა ადგილზე აღნიშნული აპარატურა;

აღმოჩნდა, რომ არ იყო, რის შესახებაც საჯაროდ დავწერეთ;

ამას მოყვა შემდეგი რეაქციები:

დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიკურად მიკერძოებული;

2. ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღარ დაუშვებენ, რომ სახალხო დამცველი აღარ იყოს პარტიის კონტროლის ქვეშ;

3. დედა ქალაქის მერმა ნერვიულად გადაიხარხარა...

რა შეიძლება ვთქვა?

კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი", - წერს ნინო ლომჯარია Facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×