რეზონანსი
27.10.2021

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ექსპრეზიდენტი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. მისი თქმით, შვილს ესაუბრა ახალ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, ის უარს ამბობს რეანიმობილის მომსახურებაზე. როგორც გიული ალასანია ამბობს, გადაწყვეტილება სააკაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც მისი უკრაინელი ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს.

მისივე ცნობით, ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონსაც.

"ძალიან გამიკვირდა, რომ, ფაქტობრივად, ადამიანს შეუზღუდეს თავის ადვოკატებთან შეხვედრა, ეს სრულიად არანორმალური ამბავია და ამის გამო, ამან პასუხად უარიო თქვა რეანიმობილზე და სამედიცინო დახმარებაზე.

ცოტა დასუსტებული არის, რა თქმა უნდა, წინა შეხვედრასთან შედარებით.

დიმიტრი გორდონი თავისი ოჯახით მიაბრუნეს კიევში - ეს არის ძალიან ცნობილი ჟურნალისტი, ჩემი შვილი საერთოდ არ იყო პოლიტიკაში, როცა მე გორდონს ვიცნობდი, როგორც ჟურნალისტს და ვეცნობოდი მის სტატიებს. ეს, მგონი, ძალიან დიდი შეცდომა იყო,"- განაცხადა გიული ალასანიამ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×