რეზონანსი
27.10.2021

30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე; უნდა გავიმარჯვოთ ღირებულებით ბრძოლაში, რათა ამ საბოლოო გამარჯვებით კარი გავუხსნათ ჩვენი ქვეყნის მომავალს, კარი გავუხსნათ, კეთილშობილ, პატრიოტ ადამიანებს პოლიტიკაში,-განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე.

მისი თქმით, მმართველი პარტია მზადაა, კარი გაუხსნას ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს და პარტიას, რომელსაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის ბედი

„პარტიებს, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი სიტყვით და საქმით შექმნას ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე რადიკალური ჯგუფები მათ ადგილს არ ტოვებდნენ ქართულ პოლიტიკაში.

30 ოქტომბერს ჩვენ საბოლოოდ უნდა დავასრულოთ მოჯადოებულ წრეზე სიარული, და მეორე დღიდანვე, ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ახალი, მომავალზე და პროგრესზე ორიენტირებული საქართველოს შენება.

ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენ ყველამ ერთად, სწორედ ამ განწყობით უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქები და სოფლები. ყველამ ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი. მჯერა, 30 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს თბილისი და გაიმარჯვებს საქართველო!“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×