რეზონანსი
27.10.2021

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში, ოპონენტების კრიტიკას უპასუხა და თქვა, რომ აქციაზე დაშინებით არავინ ჩამოუყვანიათ და ეს იგრძნობოდა იმ მუხტში, რომელიც დღეს თავისუფლების მოედანზე იყო.

"ჩვენ გვყავს პარტიის 40 000 წევრი, გარდა ამისა, ბოლო არჩევნებში მხარი 825 000-მა ამომრჩეველმა დაგვიჭირა. როდესაც ამ მასშტაბის მხარდაჭერა გაქვს, იქ რა დაშინებაზე საუბარი. რაც შეეხებათ საჯარო მოხელეებს, ამ შეკრებაზე, წარმოდგენილები იყვნენ რა თქმა უნდა, როგორც არამოხელეები, ასევე არამოხელეები და თანაფარდობა კი შესაბამისი იყო. საჯარო მოხელეების წილი ამ აქციაზე საკმაოდ მცირე იყო. ამ შეკრებაზე იყო მუხტი, რაც ყველამ დაინახა. ხელოვნურად შეიძლება ვიღაც ჩამოიყვანო, მაგრამ მუხტს ვერ შექმნი ხელოვნურად,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×