რეზონანსი
27.10.2021

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ სოლიდარობის აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

"სოლიდარობას ვუცხადებთ პრეზიდენტს და დღეს მოვედით იმისთვის, რომ მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, ეს ფაქტი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავთ მრავალპროფილურ კლინიკაში მათ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. პრეზიდენტის სიცოცხლე არის ხელისუფლების ხელში. ის თუ ვერ იცოცხლებს პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება. კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, რომ აუცილებელია, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ მრავალპროფილურ კლინიკაში, სხვა შემთხვევაში 27-ე დღეს შეიძლება ისეთი გართულებები დაიწყოს, ისეთი დაზიანება მოხდეს შეუქცევადი, რომ რეანიმაცია არ იყოს მისი გადარჩენის საშუალება", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×