რეზონანსი
24.11.2021

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, 25 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ისნის რაიონში, ბეგიაშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ვაზისუბნის სატუმბო სადგურში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ცნობით, ახალი ტუმბო-აგრეგატის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება.

"მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 25 ნოემბერს, საღამოს 22:00 საათიდან 26 ნოემბრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ისნის რაიონში: ვაზისუბნის I-IV მიკრორაიონებს, ვაზისუბნის დასახლებას, კვაჭანტირაძის, ღვალაძის, ხელოვანთა, დავითაიას, მუსხელიშვილის, ლეჟავას, პატარიძის, მშველიძის, ვაზის, მთის ძირის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, გარე კახეთის, დოლაბაურის, დოესის, სამასი არაგველის, ბოჭორმის და მიმდებარე ქუჩებს; ყვარლის, შანდორ პეტეფის, წულუკიძის ქუჩების და ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა" და ვებგვერდის მეშვეობით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×