რეზონანსი
25.11.2021

ნიკა გვარამიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტს ოპოზიციასთან დაკავშირებით შვილის, ედუარდ სააკაშვილისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს. ედუარდ სააკაშვილმა რადიო თავისუფლებასთან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ოპოზიციაში გამოიკვეთა "ტენდენცია", რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ვინმეს სააკაშვილის სიკვდილიც ერჩივნოს.

"საუბარი იყო, მისი ვაჟის მხრიდან, რომ ვიღაცებს სურთ, მამის სიკვდილი და ეს ურჩევნიათ შეიძლება. მიშამ მთხოვა, რომ განმარტება მიმეცა, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი ადამიანი, მას თავისი აღქმები, პოზიციები აქვს და იგი აფიქსირებს, ცხადია, მამასთან შეთანხმების გარეშე ამ ყველაფერს.

თვითონ არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდეს და აქ ჩამოუყვანეს, იმიტომ, რომ მომკვდარიყო და რაღაცა ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის. ეს მისი პოზიცია არ არის, თუმცა ცხადია შვილს ის არ ემიჯნება, პირიქით, ის ამბობს - მიხარია, რომ ინტერვიუ მისცა. მიხარია, რომ საკუთარი აზრები გადმოსცა. ეს ის ნაწილია, სადაც მე ასე არ ვხედავ", - თქვა გვარამიამ გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×