რეზონანსი
25.11.2021

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ნიკა ტაკიძეს „14 წლის ნინის საქმეზე“.

14 წლის ნინი ცეცხლაძის დაღუპვის შემდეგ დააკავეს ნიკა ტაკიძე და მოზარდის ბაბუა – სულიკო ცეცხლაძე მიუხედავად იმისა, რომ მოზარდს ამ შემთხვევამდე ორი თვით ადრე ჰქონდა სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციისთვის ჩვენება მიცემული.

მოსამართლემ 24 წლის ბრალდებული გაამართლა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. დამნაშავედ კი მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველ ნაწილში, რაც გულისხმობს „სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“.

ეს მუხლი სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 7-დან 9 წლამდე. მსჯავრდებული 24 წლისაა.

განაჩენი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 2 ნოემბერს მიიღო.

ნიკა ტაკიძის მამის, იაშა ტაკიძის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ამავე მოსამართლემ გამოუტანა განაჩენი ნინის ბაბუას – სულიკო ცეცხლაძეს 6 აგვისტოს შეუფარდეს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ოჯახში ძალადობისთვის. ის მუქარის ნაწილში გამართლდა.

2021 წლის 10 თებერვალს ნინი ცეცხლაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ნინი 14 წლის იყო. მაშინ სოფელში ყველა, მათ შორის პედაგოგები აცხადებდნენ, რომ ნინისთვის უცნაური ქცევა, მოწყენილობა არ შეუმჩნევიათ.

„ცამეტიწლინახევრის იყო მაშინ. ემუქრებოდა თუ რა იყო არ ვიცი, ბავშვი არ ამბობდა რამეს… ჩვენ გავიგეთ მაშინ, მეორეჯერ რომ მოაკითხა, ექვსი თვის მერე“, – უთხრა მედიას მაშინ გარდაცვლილი ბავშვის ბაბუამ.

წყარო: ნეტგაზეთი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×