რეზონანსი
25.11.2021

ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჩიხურ ვითარებას გარკვეულ წილად ის ფაქტიც განსაზღვრავს, რომ ოპოზიციის ნაწილს სურს მიხეილ სააკაშვილის ელექტორატი, მაგრამ სააკაშვილის გარეშე.

"ვიწყებდით 43%-იანი რეფერენდუმით და იმის მტკიცებით, რომ ივანიშვილი არჩევნებს ვეღარ გააყალბებს. მერე არჩევნებში სატელევიზიო გამარჯვება ვიზეიმეთ. გავიდა კიდევ ორი თვე და სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა გვიხარია. რა გველის წინ? ჩიხურ ვითარებას ხშირად ისიც ქმნის, რომ ოპოზიციის ნაწილს სურს სააკაშვილის ელექტორატი, მაგრამ სააკაშვილის გარეშე. გამოსავალი, პირველ ეტაპზე, აშკარად დანახვა და ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევაა," - აცხადებს ბიბილაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×