რეზონანსი
25.11.2021

ჩემთვის რთული წარმოსადგენია, რა უნდა შეიქმნას უფრო ძლიერი და დიდი საინიციატივო ჯგუფი, ვიდრე არის „ნაციონალური მოძრაობა" თავისი მედიასაშუალებებით, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" წევრმა, ლევან იოსელიანმა საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირებით სააკაშვილის მიერ გავრცელებული მიმართვის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, „ამაზე დიდი საინიციატივო ჯგუფის შექმნა წარმოუდგენელია".

„ეს პარტია სხვა არაფრით არ არის დაკავებული, გარდა ძალისხმევისა, რომ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი. „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით პროცესებზე ნაკლები ინფორმაციაც მაქვს და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×