რეზონანსი
26.11.2021

კმაყოფილი ვიქნები მაშინ, როცა დავინახავ, რომ ჩემი შვილი არის თავისუფალი. ამ ქვეყანაში მუდმივად ვგრძნობ საფრთხეს ჩემი შვილისთვის, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს ექიმების მხრიდან ყურადღება აქვს, თუმცა არ არის ექიმი და მდგომარეობას ვერ შეაფასებს.

„ბოლოს რომ ვნახე, იყო სუსტად, უჭირდა სიარული და წოლა ერჩია. რაც შეეხება კმაყოფილებას, რით უნდა ვიყო კმაყოფილი? კმაყოფილი ვიქნები მაშინ, როცა დავინახავ, რომ ჩემი შვილი არის თავისუფალი. ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ამ მდგომარეობას, რაც ჩვენს თავს ხდება, ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ყურადღება ნამდვილად აქვს, თუმცა მე არ ვარ ექიმი და შემფასებლად ვერ გამოვდგები. ზოგადად, ვერ ვგრძნობ უსაფრთხოდ თავს. ამ ქვეყანაში მუდმივად ვგრძნობ საფრთხეს ჩემი შვილისთვის.

მნახველების შეზღუდვა არ მიმაჩნია გამართლებულად, რადგან მნახველები იქ გასართობად არ შედიან. ადამიანს სჭირდება მუდმივად ინფორმაცია. ესენი მისი კოლეგები არიან. ვფიქრობ, არ უნდა შეცვლილიყო ეს მდგომარეობა. წინა შემთხვევაში უშვებდნენ პარლამენტარებს, მის კოლეგებს, მეგობრებს. ახლა რატომ შეწყდა ჩემითვის გაუგებარია და მიმაჩნია, რომ ეს არის გაუმართლებელი", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×