რეზონანსი
26.11.2021

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფი" ავრცელებს.

„შპს „თბილსერვის ჯგუფი" საახალწლო განათებების მონტაჟს განაგრძობს. სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, 27-30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს. ამ მიზნით ჩაიკეტება პირველი რესპუბლიკის მოედანი და ავტომანქანების გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

„თბილსერვის ჯგუფი" ბოდიშს გიხდით გადაადგილებისას შექმნილი დისკომფორტისთვის!" - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×