რეზონანსი
26.11.2021

დღეს, 26 ნოემბერს, საღამოს, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტომობილი 12 წლის 2 მოზარდს დაეჯახა - ინფორმაციას ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ადასტურებენ, სადაც მოზარდები არიან გადაყვანილი.

ჰოსპიტლის ინფორმაციით, მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა საბოლოო პასუხისთვის ორივეს უტარდება გამოკვლევები.

ერთი ბავშვი ქირურგიულ განყოფილებაშია, მეორე კი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში რჩება. ექიმების თქმით, პირველადი დათვალიერებით, მოზარდებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.

„ბათუმელების" ინფორმაციით, მოზარდები კლინიკაში პოლიციამ გადაიყვანა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

წყარო: ბათუმელები

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×